აღწერა

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით, "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10 000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: https://www.nikora.ge სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია "ალმა ვეკო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00; ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსეევკას ქვედა დასახლება; ** ანაზღაურება: 1000-1300 ლარი (net) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კვლევის ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება, საკვლევი მასალების მომზადება და ნიმუშების აღება; ** ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, კვლევის შედეგების აღწერა და დოკუმენტირება; ** კვლევის შედეგების საფუძველზე მზა პროდუქციის ხარისხის დოკუმენტების გაცემა; ** მზა პროდუქციის ეტიკეტების შემუშავების პროცესში აქტიური ჩართულობა; ** ხარისხის სტანდარტების (ISO 22000, ISO 14000, ISO 9001) შემუშავება, დანერგვასა და შენარჩუნების პროცესში აქტიური ჩართულობა; ** ლაბორატორიული ანგარიშის წარმოება, აღრიცხვა და დოკუმენტირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის/ქიმიური ან/და მომიჯნავე მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** აუცილებელია რუსული ან/და უკრაინული ენის ცოდნა; ** MS Office პროგრამების ცოდნა; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტაზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ლაბორანტი
მედ-დიაგნოსტიკა
თბილისი 1000₾ დედლაინი: 14 საათში

ლაბორანტი
ციტო 2
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

ლაბორანტი
კლინიკა ნეოლაბი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


ალმა ვეკო ჯორჯია

ანაზღაურება


1,000₾ -1,300₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო