აღწერა

მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები. "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს ასევე სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: 200-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს; COVID 19-ის მიმართულებით კვლევებს როგორც ადგილზე, ისე გამოძახებით. "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე: სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ანაზღაურება: 1000 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** ლაბორატორიის ყველა მიმართულებაში არსებული ანალიზატორების სრული ოპერატორული და ფუნქციური მომსახურების უზრუნველყოფა; ** კალიბრაციის და შიდალაბორატორიული კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად დადგენილი პროცედურის მიხედვით; ** ხარისხის გარე კონტროლის პროცედურების შესრულება და შედეგების ონლაინ პლატფორმაზე ატვირთვა; შედეგების სტატისტიკური ანალიზის ჯგუფური განხილვა, არავალიდური გადახრების ანალიზი, პოტენციური მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრის პროცედურების განხორციელება; ** ოპერატორული მოვლის "maintenance" პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის კალენდრის მიხედვით და შესაბამისი დოკუმენტირება აღრიცხვის ფორმაში; ** საანალიზო პროცედურების შესრულება დროულად და ხარისხიანად. ** გამოკვლევის შედეგების დამუშავება, შესაბამისობის კონტროლი და ვალიდაცია ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში; ** რეაქტივები, საკალიბრო მასალების და საკონტროლო ხსნარების ვადების ქრონოლოგიის მკაცრი დაცვა; მარაგების თვალყურის მიდევნება; მარაგების მართვის სპეციალისტთან ერთად მარაგების აღწერების პროცესების უზრუნველყოფა და წარმოშობილი აუცილებლობების იდენტიფიცირება და მონიტორინგი; ** სამუშაო პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემური საკითხის განხილვა ლაბორატორიის ადმინისტრაციულ გუნდთან; ** შიდა პროცედურებში განსაზღვრული მოვალეობების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - /ბიოლოგიის/მედიცინის/ განხრით; ** ლაბორატორიული პროცესის ეტაპების სრულყოფილი ცოდნა. ანალიზური და პოსტანალიზური პროცედურების უზრუნველყოფა; ** პროფესიული საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** კომუნიკაბელური. შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეს გადარჩევა ** ინდივიდუალური გასაუბრება ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ლაბორანტი
ციტო 2
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

ლაბორანტი
ალმა ვეკო ჯორჯია
თბილისი 1000₾-1300₾ დედლაინი: 1 კვირაში

ლაბორანტი
კლინიკა ნეოლაბი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


მედ-დიაგნოსტიკა

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
14 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო