პრომო-მერჩენდაიზერი

აღწერა

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას პრომო-მერჩენდაიზერის პოზიციაზე. კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას. http://www.bms.ge მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენა, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა; ** პროდუქციის ვადების შემოწმება; ** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება; ** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი; ** სავაჭრო ობიექტებზე მომხმარებლებთან ურთიერთობა; ** განთავსებული პროდუქციის ვიზუალის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა. პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 11:00-19:00 სთ. დასვენება: კვირაში ორი დღე. ანაზღაურება: ფიქსირებული-ბონუსი: 900 ლარი + სამგზავრო თანხა თვეში 40 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა. თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. გისურვებთ წარმატებებს! წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ბი-ემ-ესი

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო