ბრენდ მენეჯერის ასისტენტი

აღწერა

"შარმ ტრეიდინგი" ეს არის უდიდესი, ჰოლდინგური ტიპის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. დღეის მდგომარეობით "შარმ ტრეიდინგი" მსხვილი პარტნიორების პორტფელების ქვეშ ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში. კომპანიის პორტფელი ექსკლუზიურად მოიცავს ისეთ ბრენდებსა და კორპორაციებს, როგორიც არის: Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა." "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-18:00სთ) შესაძლებელია მოქნილი გრაფიკის მორგებაც ანაზღაურება: 1000 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან საკომუნიკაციო ენის განსაზღვრა ** მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია (როგორც წერილობითი ასევე ზეპირსიტყვიერი ფორმით) ** შეკვეთების მომზადება კომპანიის პროცედურების შესაბამისად ** კონკურენტული გარემოს შესწავლა და ბაზრის ანალიზი, ** ანალიზის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან პრეზენტაციისა და რეპორტების ფორმით ** სხვადასხვა სახის რეპორტინგი ** პრომო აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და შემდგომ მათი შესრულების მონიტორინგი ** ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება საჭიროების შემთხვევაში ** საწყობში არსებული სარეკლამო მასალების კონტროლი, მერჩენდაიზერებში მასალის განაწილების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირებისა და/ან ეკონომიკის დარგში) ** Microsoft Excel-ის ხო ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა, ** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე სავალდებულოა, (ვინაიდან კანდიდატი მოლაპარაკებას აწარმოებს საერთაშორისო მომწოდებლებთანაც) დამატებითი უნარები, რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის: ** გუნდური მუშაობის უნარი ** შედეგზე ორიენტირებული ** პასუხისმგებლობიანი ** პუნქტუალური ** განვითარებაზე ორიენტირებული. რას გთავაზობთ? ** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს, ** უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას, ** ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერის ასისტენტი" კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
მეტრომარტი
თბილისი 800₾ დედლაინი: 1 საათის წინ

ლოჯისტიკის მენეჯერი
გასტრონომი
თბილისი 2000₾-2500₾ დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


შარმ ტრეიდინგი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო