მოლარე-კონსულტანტი

აღწერა

"გეფა" ყველაზე მსხვილი ფარმაცევტურლი კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში. კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს, წარმოადგენს ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს-The Body Shop, ბავშვთა ტანსაცმლის ამერიკულ ბრენდს Carter`s და ასევე, ევროპული ბრენდების ექსკლუზიური პროდუქციის სუპერმარკეტების ქსელს "ჯორჯიტა".20 წელზე მეტია "ჯორჯიტა" საუკეთესო პროდუქციით ანებივრებს საკუთარ მომხმარებელს. გუნდის პროფესიულ ზრდასა და გუნდურ სულისკვეთებაზე ორიენტირებული "ჯორჯიტა" ახალ წევრებს ეძებს და აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები + ბონუსი); ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (1 დღე დასვენება) ან დღე გამოშვებით გრაფიკი; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; * ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში 30-50%-მდე ფასდაკლება; აუცილებელი მოთხოვნები: ** სასურველია APEX პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (შესაძლებელია ადგილზე შესწავლაც); ** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმალური ცოდნა; ** სასურველია MS Word/MS Excel - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; მოვალეობები: ** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება; ** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი; ** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი; ** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით; ** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა; პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის მერჩენდაიზერი
გეფა
თბილისი დედლაინი: 6 საათში

პარაფარმაციის კონსულტანტი
გეფა
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

მოლარე-კონსულტანტი
ჯორჯიტა
თბილისი 900₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


გეფა

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო