პარაფარმაციის კონსულტანტი

აღწერა

კომპანია "გეფა" ეძებს თანამშრომელს, პარაფარმაციის კონსულტანტის პოზიციაზე ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში ბათუმში. სამუშაო გრაფიკი: ცვლაში, კვირაში 40 სამუშაო საათი. ანაზღაურება: ხელფასს + ბონუსი, საშუალოდ 1000 ლარის ოდენობით. მოვალეობები: ** აფთიაქის დარბაზში პარაფარმაციის, ბავშვთა კვების, ბავშვთა მოვლის საშუალებების, სამკურნალო კოსმეტიკის პროდუქციის რეალიზაციაზე ზრუნვა; ** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება; ** სალაროსთან მუშაობა და რეალიზებული პროდუქციის პროგრამული გატარება; ** დარბაზის თაროებზე პროდუქციის განლაგებასა და ესთეტიურ იერ-სახეზე ზრუნვა. მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი; ** იყოს აქტიური, დადებითი პიროვნება; ** იყოს კლიენტზე ორიენტირებული, თავაზიანი; ** ორგანიზებული და აკურატული; ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "Consultant Batumi", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 5 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

პარაფარმაციის კონსულტანტი - GPC
გეფა
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


გეფა

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო