ევროპარლამენტის რეზოლუცია - პოლიტიკური შეფასებები


მწვავე პოლიტიკური ვნებათაღელვა ბრიუსელში მიღებული ბოლო რეზოლუციის გარშემო.

მოახდენს თუ არა გავლენას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე 577 ევროპარლამენტარის მიერ მხარდაჭერილი და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შორის შეთანხმებული რეზოლუცია, რომელიც პერსონალურად მიხეილ სააკაშვილს ეხება. მოწოდება ჰუმანიტარული საფუძვლით უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისკენ, ჯანმრთელობის საკითხზე არაადეკვატურ რეაგირებაში დადანაშაულებული ხელისუფლება, პერსონალური სანქციების რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილის მიმართ და გაფრთხილება, რომ ყოფილი პრეზიდენტის თემა კანდიდატის სტატუსთან იქნება დაკავშირებული - ფორმულირებები საკმაოდ მძიმეა.

„ქართული ოცნება“, რომელიც ევროპელ დეპუტატებს შანტაჟში ადანაშაულებს, დარწმუნებულია, რომ ევროპული საბჭო და ევროკომისია უკვე მეორე კრიტიკულ რეზოლუციას არ გაიზიარებს. ტექსტის გაცნობის შემდეგ მმართველი გუნდის კრიტიკა კიდევ უფრო გაამწვავა ოპოზიციამ, რომელსაც ყველაზე მეტად ის გარემოება აფიქრებს, რომ ევროპარლამენტში მძიმე შინაარსის რეზოლუციების მხარდამჭერ დეპუტატთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან