დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები პრეზიდენტს მიმართავენ


დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები, შეწყალების თხოვნით, პრეზიდენტს მიმართავენ. ადვოკატების განმარტებით, ამის აუცილებლობა დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობამ გამოიწვია.

გიორგი ფანცულაიასა და მიხეილ რამიშვილის შეფასებით, გიორგი მამალაძის მკურნალობა პატიმრობის პირობებში შეუძლებელია და მას ექიმების მუდმივი მეთვალყურეობა ესაჭიროება. მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სპეციალური განცხადებით მიმართეს.

დღესვე დეკანოზის ადვოკატები საპატრიარქოშიც იმყოფებოდნენ, სადაც განცხადება პატრიარქის სახელზეც შეიტანეს. ადვოკატები ილია მეორეს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე შუამდგომლობას სთხოვენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან