გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

კომპანია “ძილის თანამედროვე ტექნოლოგიები” არის საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
2018 წლიდან „Sleep Gallery” ექსკლუზიურად სთავაზობს მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის ძილის აქსესუარებსა და საოჯახო ტექსტილს.
კომპანია ეძებს შოურუმის გაყიდვების მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები და მოთხოვნები
  • მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად და სრულფასოვნად ცოდნა;
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მოსმენა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების სწორი იდენტიფიცირება;
  • ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას მაღაზიაში პროდუქციის განთავსების სტილი
  • მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში
  • მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
  • სხვა ვალდებულებები, განსაზღვრული მენეჯერის მიერ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უპირატესობა მიენიჭება მათ, ვისაც აქვთ მსგავსი სფეროს მაღაზიაში/ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • უპირატესობა მიენიჭება ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე მცოდნე პირებს.

პიროვნული თვისებები
  • ეფექტური მეტყველების უნარი;
  • აზრის გასაგებად და გამრთულად ჩამოყალიბების უნარი;
  • გაყიდვების, პროდუქციის სწორი შეთავაზების უნარი;
  • ინფორმაციის სწრაფად ათვისების და დამახსოვრების უნარი
  • კლიენტის დარწმუნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავდაჯერებულობა
  • “სერვისულობა”, მომხმარებელთან ურთიერთიერთობის შენარჩუნების უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • ცხოვრებისადმი სრული პოზიტიური განწყობა

რას გთავაზობთ ჩვენ?
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კოლექტივს;
  • საკუთარი თავის პროფესიულ რეალიზებას და განვითარების შესაძლებლობას;
  • კომპანიის ხარჯზე პროფესიულ გადამზადებასა ან სწავლებას;

სამუშაო გრაფიკი: თვეში 20 სამუშაო დღე (წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით) მაღაზიის სამუშაო საათები დილის 10:30-დან საღამოს 8 საათამდე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1400 ₾ + ბონუსი
ბონუსი:
  • 150 000 ლარამდე - 0.7 %
  • 150 000 – 200 000 – 1%
  • 200 000 – 250 000 – 1.2%
  • 250 000 – 300 000 – 1.3%
  • 300 000-დან - 1.5%

სტაჟირების პერიოდი: 3 თვე, ანაზღაურებადი.
სტაჟირების პირველი სამი დღე განეკუთვნება ურთიერთგაცნობას და განისაზღვრება სტაჟირების გაგრძელების სურვილი ორივე მხრიდან.
იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება სტაჟირების პერიოდი, ანაზღაურება მოხდება შემდეგნაირად:1 თვე - 1000 ₾, მე-2 თვე 1200 ₾, მე-3 თვე 1400 ₾.
სტაჟირების 1-ლი თვე დაეთმობა სწავლებას, მეორე თვე - სწავლებას და გაყიდვებში მონაწილეობას შესაბამისად, მესამე თვე - სწავლება და გაყიდვები დამოუკიდებლად. ყოველი კვირის ბოლოს მოხდება მიღებული ცოდნის შემოწმება/ტესტირება.
3 თვის შემდეგ გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება და თანამშრომელი აქტიურად ჩაერთვება გაყიდვებში. 6 თვის შემდეგ გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:[email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 596 14 77 99

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Sleep Gallery

ანაზღაურება


1,400₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო