აღწერა
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას მოლარის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 ან 16:00-23:00
დასვენება: კვირაში 1 დღე
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება;
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მხიარული, მუდამ მომღიმარი, თავაზიანი
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2-3 დღე.
ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ პირველი 3 თვის განმავლობაში მიიღებს 900 ლარს, ხოლო შემდგომ 970 ლარს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "მოლარე (თბილისი)".
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან. |