აღწერა
"ბლიც დენტალი" - "კახაბერ ხარებავას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის N11
სამუშაო გრაფიკი: ცვლის მიხედვით (მათ შორის შაბათ -კვირა) არანაკლებ 40 საათისა, ნორმირებული განრიგი
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (შედგება ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსისგან)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პაციენტის რეგისტრაცია და ასახვა შესაბამის პროგრამაში, ინფორმირება მანიპულაციის და ფასის შესახებ, გადახდა. დარეგისტრირებული პაციენტების დოკუმენტაციის სწორი წარმოება. ვიზიტების შეხსენება პაციენტებისთვის. თანამშრომლებთან კომუნიკაცია პაციენტებიდან გამომდინარე საკითხებზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება და ადმინისტრირების უნარები;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა.
უნარები და პიროვნული კომპეტენციები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა.
ენები:
** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური (სავალდებულო) - გამომდინარე სამედიცინო ტურიზმიდან
** რუსული (სავალდებულო საშუალო დონეზე) - გამომდინარე სამედიცინო ტურიზმიდან
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგვიგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემიხვევა თქვენი რეზიუმე არ განიხილება. |