ქოლცენტრის ოპერატორი

აღწერა

შპს "გლობალ ავტო იმპორტი" აცხადებს ქოლცენტრის ოპერატორის ვაკანსიას. "გლობალ ავტო იმპორტი" 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან. დაარსების დღიდან, გლობალ ავტო იმპორტი ხარისხიან და კეთილსინდისიერ მომსახურებას უწევს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ავტომობილის შეძენა სურს. კომპანიის გუნდის თითოეული წევრი ის საიმედო და პასუხისმგებლობის აღსავსე ადამიანია, ვისაც ავტომობილის შერჩევას, შეძენასა და ტრანსპორტირებას ანდობთ. ჩვენ ვეძებთ ქოლცენტრის ოპერატორს, რომლის უფლება - მოვალეობებში შედის: ** კომპანიაში შემომავალ და გამავალ ზარებზე პასუხი. ** მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის სერვისების შესახებ. რა უნარებს უნდა ფლობდე იმისათვის, რომ შემოუერთდე გაყიდვების გუნდს: ** ქოლცენტრის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. ** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია. ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (ნეტ) შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს, ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწყობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარებას. https://glob.ge/en/?gad_source=1&gclid=Cj0KCQjwzZmwBhD8ARIsAH4v1gXi0DgTTaQQIQ3z5WrcEuOptzvIhfv4dWBJIfZ5qlzXAItdBam29mgaAuFSEALw_wcB სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 მდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68-ე კმ. დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით მეილზე [email protected] და გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ქოლცენტრის ოპერატორი. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სერვის მენეჯერი
Global Auto Import
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Global Auto Import

ანაზღაურება


1,500₾ -2,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო