გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

კომპანია "Mosaics" არის ევროპული პრემიუმ ბრენდების შოურუმი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერის და ექსტერიერის მოსაწყობი მასალების ფართო ასორტიმენტს (კერამიკული ფილა, სანტექნიკა, პარკეტი, რადიატორები და სხვა). სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო დრო: სამუშაო საათები 10:00-19:00, სამუშაო დღეები 6 დღე კვირაში (თვეში 2 დღე დამატებით დასვენება (არა შაბათი). გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე (ანაზღაურებადი) ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია; ** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა; ** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; ** შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის და ბრენდების ზედმიწევნით ცოდნა; ** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა; ** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** გამართული მეტყველება უნარი; ** ინგლისური ან/და რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება; ** პუნქტუალურობა; ** დისციპლინირებულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ტრენინგებს უცხოელ პარტნიორებთან როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, კარიერული განვითარების შესაძლებლობას და მზარდ ანაზღაურებას. ანაზღაურება: ფიქსირებული 1400 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვებიდან დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Mosaics

ანაზღაურება


2₾ -1,400₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო