აღწერა

"არტ ჰაუსი" - ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვადასხვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს. მიმტანის მოვალეობები: ** აიღოს შეკვეთა სტანდარტების დაცვის მიხედვით. ჩაიწეროს, პროგრამაში შეიყვანოს და სამზარეულოს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შეკვეთის შესახებ. ** მოემსახუროს საკვებითა და სასმელით მაგიდას და მიაწოდოს დღის კერძზე ან სასმელზე ინფორმაცია. ** მოამზადოს მთლიანი და სრული ანგარიში სტუმრის წარსადგენად. ** სტუმრის წასვლის შემდეგ გაასუფთაოს მაგიდა და გაამზადოს ის სტანდარტების შესაბამისად. ** დარწმუნდეს რომ ტერიტორია (რესტორანი) არის მომარაგებული ყველა საჭირო პროდუქტით და თუ ეს ასე არ არის, მაშინ საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი. ** სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი. ** ზედმიწევნით კარგად იცოდეს მენიუ (ბარის და კერძების), შემავალი ინგრედიენტები და მომზადების მეთოდები. მოთხოვნები: ** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა ** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** სასურველია სამუშაო გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე ** პუნქტუალურობა ** კომუნიკაბელურობა ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** გუნდური მუშაობის უნარი ანაზღაურება: 900 ლ დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


არტ ჰაუსი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო