შესყიდვების სპეციალისტი

აღწერა

სს "რუსთავოილი" ეძებს შესყიდვების სპეციალისტს რომელიც იქნება პასუხისმგებელი ჩვენი წარმოების პროცესებისთვის მნიშვნელოვანი პოზიციებისა და მომსახურების შესყიდვის პროცესზე. ვაკანტური პოზიციის დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი სამუშაო ადგილი: რუსთავი, საქართველო უშუალო ხელმძღვანელი: შესყიდვების მენეჯერი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე სახელფასო განაკვეთი: 2000 - 2500 GEL სამუშაო აღწერილობა: ** წარმოების პროცესებისთვის მნიშვნელოვანი პოზიციის და მომსახურების შესყიდვის ინიცირება და შესყიდვის პროცესის ზედამხედველობა; ** შესყიდვის სრული ციკლის მართვა, შესყიდვის მოთხოვნის დამუშავებიდან მოწოდების დადასტურებამდე, და პროდუქტის შესაბამისობა/შეუსაბამობის დადგენამდე; ** მასალების, აღჭურვილობისა და მარაგების ზუსტი და დროული შესყიდვის უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი შეფერხება საწარმოო ოპერაციებში; ** მომწოდებლების შეფასება ხარისხის, საიმედოობისა და ფასის კონკურენტუნარიანობის საფუძველზე და მათთან შესაბამისი კომუნიკაციები მიმდინარე და მომავალი ბიზნეს საჭიროებების მხარდასაჭერად; ** შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი პროცედურის შესაბამისად; ** შესყიდვების ყოველწლიური და ყოველთვიური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; ** დაგეგმილი შესყიდვების ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი; ** მომწოდებლებთან ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება; ** საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის პროცესის, გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი; ** საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი; ** მომწოდებელთა ბაზის წარმოება, განახლება და განვითარება; ** უშუალო ხელმძღვანელის ინსტრუქციებისა და კომპანიაში დადგენილი პროცედურების შესაბამისად მოქმედება; ** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება რელევანტური მიმართულებით ** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ** პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ** ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა პროფესიონალურ დონეზე დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ https://www.rustavoil.com/

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შესყიდვების სპეციალისტი
წისქვილი ჯგუფი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

შესყიდვების სპეციალისტი
წისქვილი ჯგუფი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

შესყიდვების სპეციალისტი
მონოლით ჯგუფი
თბილისი 1800₾ დედლაინი: 2 დღეში

შესყიდვების სპეციალისტი
დეტექტი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


რუსთავოილი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო