სოფლის მეურნეობის ბუღალტერი

აღწერა

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით. კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში. "შპს მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას სოფლის მეურნეობის ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 170ა სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით) ანაზღაურება: გამოსაცდელი 6 თვის პერიოდში 1 800 ლარი, ხოლო გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ 2 200 ლარი. ძირითადი მოვალეობები: ** ოპერატორის მიერ სოფლის მეურნეობის მოდულში შეტანილი ტაბელების გადამოწმება ** მომსახურებების ხელშეკრულებების, საწვავისა და სხვა მიმდინარე ხარჯების თავმოყრა და პროგრამაში ატვირთვა; ** იჯარების (ტექნიკის და მისაბმელების) გადანაწილება პროპორციულად ოპერაციების მიხედვით ექსელში და შემდგომ მიწოდება შესაბამის ბუღალტრებთან; ** რეგიონებიდან მოსული დოკუმენტების საფუძველზე სოფლის მეურნეობის მომსახურების რეალიზაციისთვის ხარჯთაღრიცხვის ჩაშლა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი; ** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულები (მომიჯნავე სფეროები); ** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (Microsoft Dynamics NAV); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა პიროვნული თვისებები: ** პუნქტუალურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებული დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სოფლის მეურნეობის ბუღალტერი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბუღალტერი
TR Group
თბილისი 2000₾ დედლაინი: 1 დღეში

მერჩენდაიზერი
კომპანია
თბილისი 800₾ დედლაინი: 1 კვირაში

წარმოების მტვირთავი
Pepsico
თბილისი 1090₾ დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


მეღვინეობა ხარება

ანაზღაურება


618,002,200₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო