გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

დეველოპერული სერვისების მიმწოდებელი კომპანია "დიესი" (www.ds.ge) ექსკლუზიური პირობებით ემსახურება ბაზარზე არსებულ ყველაზე გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს, როგორც თბილისში, ისე ზღვისპირეთში. "დიესი"-ს პორტფოლიო დაკომპლექტებულია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დეველოპერებით. "დიესი" აცხადებს აქამდე ბაზარზე მსგავს ვაკანსიებს შორის ყველაზე მოთხოვნად, შემოსავლებზე და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ყველაზე დინამიკურ მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდში ქართულ ბაზარზე. თუ თვლი, რომ შენი გაყიდვებში არსებული გამოცდილება გაძლევს საშუალებას მიიღო 2-ჯერ მეტი შემოსავალი, თუ თვლი, რომ გაყიდვები შენი ცხოვრების წესია და ზუსტად იცი, რომ მხოლოდ შენ თავზეა დამოკიდებული შენი მაღალი შემოსავალი, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. თუ დაგღალათ ჩარჩოებმა, ბონუსის ზედა ზღვარმა, მარკეტინგის ჰეგემონიამ და ერთი და იგივე ქონების გაყიდვების მონოტონურმა და მოსაწყენმა პროცესმა, გაშალე ჰორიზონტები და შემოგვიერთდი ჩვენ. ბაზარზე არსებული საუკეთესო მარკეტინგი, საუკეთესო რენდერები, კლიპმეიკერები, საუკეთესო კვლევები, CRM, ERP - ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ გაყიდვებში მაქსიმალურ შედეგს მიაღწიო. უნარები - შენ იცი ჩვენზე კარგად, მთავარია გჯეროდეს, რომ ყველაზე მეტს გაყიდი გამოცდილება - მივესალმებით ყველანაირ გამოცდილებას ამ სფეროში სამუშაო გრაფიკი - შენ იცი, რომ გრაფიკს და შემოსავლებს ადგენ შენ თვითონ განათლება - ჩვენს არ ვადგენთ ჩარჩოებს სამუშაო პირობები - თბილისის ყველაზე მოთხოვნად ბიზნეს-ცენტრში, ყველაზე კარგ გუნდთან ერთად + ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პაკეტი მინიმალური მოთხოვნები: თვეში შენი შემოსავლის მინ. 8000 ლარის გამომუშავება. ანაზღაურება: აუცილებლად ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვების ბონუსი. შენი გამოცდილების მქონე ადამიანისთვის 8, 000 ლარის გამომუშავება მუშაობის ნორმალურ რეჟიმში- ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენ მოლოდინი გვაქვს 12, 000+ ლარის. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected]

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


დიესი

ანაზღაურება


8,000₾ -12,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო