შესყიდვების მენეჯერი

აღწერა

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს. "ორეი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება: 1500 ლარიდან ფუნქცია მოვალეობები: ** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეძენა საუკეთესო პირობებით; ** შესყიდვების პროცედურების და ზოგადი პოლიტიკის შექმნა, დაგეგმვა და მართვა; ** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია; ** შესყიდვების მოთხოვნის მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიცემა; ** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა საწყობის მენეჯერთან ერთად; ** პროდუქციის ფასების მუდმივი შედარება, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად; ** შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება ფინანსურ დეპარტამენტებთან ერთად; ** მარაგების მართვა; პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი; ** შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისათვის; საჭირო ცოდნა: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია; უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

FMG ოპერატორი
ორეი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

მძღოლ-დისტრიბუტორი
ორეი
თბილისი 1200₾-1600₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ორეი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო