სამშენებლო პროექტების სადავო საკითხების განხილვის მენეჯერი

აღწერა

HR კომპანია "ქონექშენსი" აცხადებს პარტნიორი კომპანიის ვაკანსიას სამშენებლო პროექტების სადავო საკითხების განხილვის მენეჯერის (Claim Manager) პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: პრობლემური საკითხების ანალიზი: ** სამშენებლო პროექტების კონტრაქტების საფუძვლიანი ანალიზის ჩატარება პოტენციური სადაო საკითხების წინასწარ განსაზღვრის მიზნით. ** პროექტში ჩართულ სხვადასხვა გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შეგროვების მიზნით. დოკუმენტაციის მენეჯმენტი: ** ყველა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შენახვა და ზუსტი და ორგანიზებული ჩანაწერების გაკეთება. ** პრობლემური საკითხების დაჯგუფება და პაკეტების მომზადება ყველა დამხმარე დოკუმენტაციით. სარჩელის მომზადება: ** იმ ნარატივები შეგროვება, რომლებიც ასახავს პრეტენზიების საფუძველს. ** იურიდისტებთან და პროექტის ფარგლებში ჩართულ სხვადასხვა გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ზუსტი და დროული პრეტენზიების წარდგენის უზრუნველსაყოფად. მოლაპარაკება და გადაწყვეტა: ** პროექტის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ქვეკონტრაქტორებთან და სხვა შესაბამის მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება სადაო საკითხების სწორი და სამართლიანი გზით გადაწყვეტის მიზნით. ** იურიდიული საკითხების წარმომადგენელთან მჭიდრო თანამშრომლობა სადაო საკითხების მოლაპარაკებების გზის ან ნებისმიერი სხვა მართებული საშუალებით გადასაჭრელად. რისკების მართვა: ** პოტენციური რისკებისა და საკითხების იდენტიფიცირება და შეფასება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დავა. ** რისკების მაქსიმალური შემცირება სადაო საკითხების თავიდან ასაცილებლად. კომუნიკაცია: ** პროექტის მენეჯერებისთვის რეგულარულად ინფორმაციის მიწოდება ამა თუ იმ საკითხის განახლებებისა და სტატუსის შესახებ. ** ეფექტური კომუნიკაციის არხების ხელშეწყობა შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან. კონტრაქტის შესრულება: ** სახელშეკრულებო მოთხოვნების უზრუნველყოფა და ვალდებულებებთან შესაბამისობა პრეტენზიების ალბათობის შესამცირებლად. მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო მენეჯმენტში, ინჟინერიაში, ბიზნესში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში. ** სამშენებლო ინდუსტრიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება იქნება პლუსი ** სამშენებლო ხელშეკრულებების, პრეტენზიების პროცედურების და დავების გადაწყვეტის პროცესების სიღრმისეული ცოდნა. ** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები. ** შესანიშნავი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი. ** დეტალებზე ორიენტირებული ძლიერი ორგანიზაციული უნარებით. ** სამშენებლო პრეტენზიების მარეგულირებელი შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების გაცნობა. ** ინგლისური ენის ცოდნა. დამატებითი პირობები: ** გრაფიკი: 10:00-18:00 კვირაში 5 დღე. ** ლოკაცია: საბურთალო, თბილისი ** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა ** ანაზღაურება: 3000₾ ნეტ. გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ქონექშენსი
დედლაინი
21 საათის წინ
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო