ლოჯისტიკის მენეჯერი

აღწერა

"იმექს კარგო ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" ლოჯისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი. ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი სამუშაო დრო: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00) ძირითადი მოვალეობები: ** საერთაშორისო გაყიდვების (იმპორტის და ექსპორტის) მიმართულებით ფორმირებული შეკვეთების/მოთხოვნების და მის საფუძველზე განსაზღვრული წარმოების გრაფიკების მუდმივი კონტროლი; ** ექსპორტ-იმპორტის სრული ციკლის და საბაჟო ოპერაციების მონიტორინგი; ** სუბკონტრაქტორებთან მჭიდრო ურთიერთობა მთლიანი ტრანსპორტირების ციკლის განმავლობაში და ტვირთის სტატუსების კონტროლი და განახლება. ** სახმელეთო, გადაზიდვებისთვის, ოპტიმალურ დროში, სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, მიწოდების ვადების კონტროლი; ** ტვირთის გადაადგილების კონტროლი განბაჟებამდე; ** საბაჟო სპეციალისტთან კომუნიკაცია და გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების უზრუნველყოფა და სისრულეში მოყვანა განბაჟებისთვის. ** საბაჟო პროცედურების და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის მონიტორინგი ** საჭიროების მიხედვით სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის სერვისის გაწევა ქვეყნის ფარგლებს გარედან ან სხვა ქვეყანაში ნივთის/ნიმუშის ტრანსპორტირების მიზნებისთვის. ** ყველა ტიპის ტრანსპორტისა და პროდუქტისთვის დატვირთვის სქემების შემუშავება და სტანდარტიზება შესაბამის პირებთან ერთად. ** გადაზიდვის ფარგლებში, ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა. ** განხორციელებული გადაზიდვების შესახებ რეპორტის მომზადება შემდგომი ანგარიშსწორებისათვის ** საბაჟო საწყობ ტერმინალთან კომუნიკაცია, დასააქციზებელი/დასასტიკერებელი ტვირთების იმპორტისას. ** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** აუცილებელია საბაჟო და იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა ** აუცილებელია იმპორტ-ექსპორტის ხაზის და ტვირთის გადაზიდვის ეტაპების ცოდნა; ** რუსული, თურქული ან აზერბაიჯანული ენების მაღალ დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების (MS Office); უნარები/პიროვნული კომპეტენციები ** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ანალიტიკური აზროვნება; ** მოლაპარაკებების წარმართის უნარი; ** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** გუნდში მუშაობის უნარი ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ლოჯისტიკის მენეჯერი
ბიომარკეტი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 დღეში

ლოჯისტიკის მენეჯერი
Georgian Cargo
თბილისი 1400₾ დედლაინი: 1 დღეში

ლოჯისტიკის მენეჯერი
Vertical Technology
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

ლოჯისტიკის მენეჯერი
Transportal
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

ლოჯისტიკის მენეჯერი
Mate Trans
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


იმექს კარგო ლოჯისტიკსი
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო