საფირმო მაღაზიის მენეჯერი

აღწერა

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით. კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში. შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას საფირმო მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: 6 დღიანი სამუშაო კვირა ანაზღაურება: 1500 ლარი (+ ბონუსი) გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ფუნქციები და მოვალეობები: ** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი; ** დაქვემდებარებული პერსონალისთვის სამუშაოს სწორად დელეგირება; ** პერსონალის მომსახურების ხარისხის კონტროლი; ** შეკვეთილი პროდუქციის რაოდენობების კონტროლი; ** მაღაზიის ყოველდღიური ნავაჭრის კონტროლი (ნაღდი, უნაღდო). ** Z-ის ფაილის წარმოება; ** ზედნადებების აღრიცხვა; ** არსებული პროდუქციის რაოდენობების სიზუსტის კონტროლი; ** პროდუქციაზე არსებული ფასმაჩვენებლების და განლაგების სიზუსტის კონტროლი; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; ** მის მაღაზიაში პროდუქციის/ინვენტარის ნაკლებობის შესახებ დროული შეტყობინება უშუალო ხელმძღვანელისთვის; ** ახალი მიღებული კადრების (სტაჟირება) გადამზადებაზე ზრუნვა; ** თანამშრომლების მოსვლა/წასვლის/შესვენების საათების კონტროლი; ** მაღაზიის სისუფთავის კონტროლი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** მომსახურების სტანდარტების (სერვის +) ცოდნა; ** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მომხმარებელთან ურთიერთობის ეთიკის ცოდნა დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საფირმო მაღაზიის მენეჯერი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე-კონსულტანტი
BergHOFF
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

ფილიალის მენეჯერი
ნიკორა ტრეიდი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

მარკეტინგის მენეჯერი
ნიკორა ტრეიდი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


მეღვინეობა ხარება

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო