ქოლ-ცენტრის ოპერატორი

აღწერა

"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. "კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #8 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ანაზღაურება: 900 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და გამავალი ზარების განხორციელება; ** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და მიწოდება; ** ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა და პროგრამული ასახვა; ** პაციენტის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის შესახებ ინფორმაციის მოძიება და უკუკავშირი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა; ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2024 წლის 20 მაისის ჩათვლით და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

რეგისტრატორი
კონსილიუმ მედულა
თბილისი 900₾ დედლაინი: 1 საათის წინ

კომპანია


კონსილიუმ მედულა

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
1 საათის წინ
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო