აღწერა

ახალი სასტუმრო "Splendid Tbilisi" რომელიც იხსნება მაისში, აცხადებს ვაკანსიებს სხვადასხვა პოზიციებზე. სასტუმრო "Splendid Tbilisi" მდებარეობს საბურთალოზე ვიტალი დარასელიას 4 ნომერში. სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქციები: ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; ** Booking.com-ისა და სხვა ტურისტული პლატფორმების გვერდების მართვა; ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სერვისების შესახებ; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება; ** რეზერვაციების მიღება და პროგრამის ჩასმა. ** სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად, დოკუმენტაციის წარმოება; ** სალარო აპარატთან მუშაობა და სტუმრების მიერ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ოპერაციების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word, Excel, Outlook), ასევე ჩაითვლება უპირატესობად სასტუმრო პროგრამის არიელის ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები: ** პუნქტუალურობა ** კომუნიკაბელურობა ** თავაზიანობა. სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ 24/7 გრაფიკი ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი მიმტანი: ძირითადი მოვალეობები: ** საუზმეზე სტუმრების მომსახურება, ** მენიუში არსებული კერძების და მათი შემადგენლობის სრულყოფილად ცოდნა; ** მაგიდის მომზადება სტანდარტების მიხედვით; ** ჩეკების მომზადება და პროგრამაში სწორად აღრიცხვა; კვალიფიკაცია: ** სასურველია მიმტანად/მიმტანის დამხმარედ მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** გუნდური მუშაობის უნარი ** კრეატიულობა. სამუშაო გრაფიკი: 07:30 დან 13:30 მდე 5 სამუშაო დღე. ანაზღაურება: ხელზე ასაღები 900 ლარი მზარეული/მზარეულის დამხმარე ძირითადი მოვალეობები: ** საუზმის მენიუების შედგენა, მისი მომზადება ** დახარჯული პროდუქციის კალკულაციების აღწერა. ** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება; ** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა; ** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად; ** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი; ** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება; ** ცვლაში მომუშავე თანამშრომლების გამართულად მუშაობის ზედამხედველობა. კვალიფიკაცია: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კრეატიულობა. სამუშაო გრაფიკი: 07:00 დან 13:00 მდე 5 სამუშაო დღე. ანაზღაურება: 1400 ლარი დიასახლისის სუპერვაიზერი ძირითადი მოვალეობები: ** უზრუნველყოს სასტუმროში სისუფთავე, დიასახლისების კონტროლი და დავალებების განაწილება, საჭიროების შემთხვევაში მათი დახმარება, ** თეთრეულის ინვენტარიზაცია, ხსნარების და დალაგებისთვის აჭირო ინვენტარის კონტროლი. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. კვალიფიკაცია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, ანაზღაურება 1300 ლარი დიასახლისი: ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროს ნომრების დალაგება-დასუფთავება; ** თავაზიანობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. კვალიფიკაცია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, ანაზღაურება 1000 ლარი დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


სასტუმრო სფლენდიდ თბილისი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო